鶹ý

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ალკალას უნივერსიტეტში!

პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024 - ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024

უნივერსიტ᳥ტი
ელ-ფოსტა
ana.zanqaidze@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, ალკალას უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას 3 თვის განმავლობაში ესპანეთში (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, ასევე ბიზნესის ფაკულტეტის მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს. აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • სტანდარტული ფოტო (3/4ზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (რომელშიც მითითებული იქნება თქვენი საკვლევი თემის თეზისი)
  • საკვლევი თემის მოკლე აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა.
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • ესპანური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერთიფიკატი, GAU-ს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ან GAU-ში გავლილი საგნის მინიმუმ A2 დონის სერტიფიკატი). ინგლისური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, არ არის სავალდებულო ესპანური ენის სერტიფიკატი (ესპანური ენის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად)
  • დეკანის სარეკომენდაციო წერილი (სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტ᳥ბისთვის)

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);~
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი. ხანგრძლივობა - 3 თვე.

*გაითვალისწინეთ, გამგზავრების თარიღი უნდა შეათანხმოთ

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა