GAU აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიეტუვაში!
GAU აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიეტუვაში!
ოთხშაბათი, 21 აპრილი, 2021 - ოთხშაბათი, 28 აპრილი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიეტუვაში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ორთვიანი სტაჯირების გავლას (2021-2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში)!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირებისა საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
დაფინანსება მოიცავს მოიცავს:
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 360 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2021 წლის ივლისი-აგვისტოს თვე. (თვეებთან დაკავშირებით შესაძლოა მოხდეს მცირე ცვლილება).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 28 აპრილის, 19:00 საათამჸ&Բ;გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კლაიპედას უნივერსიტ᳥ტი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@gau.edu.ge