ცხადდება გაცვლითი პროგრამა Latvian University of Life Sciences and Technology-ში, ლატვია!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა Latvian University of Life Sciences and Technology-ში, ლატვია!
პარასკევი, 07 აპრილი, 2023 - პარასკევი, 28 აპრილი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, Latvian University of Life Sciences and Technology-ში, ლატვია. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებასდა სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ლატვიაში (2023-24 სასწავლო წლის შ᳥მოჸǃისს᳥მ᳥სტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს; ასევე, ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერიოდი გახლავთ2023 წლის შ᳥მოჸǃის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა2023წლის 28 აპრილის 19:00 საათამდეგამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „Latvian University of Life Sciences and Technology“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge