GAU აცხადებს მიღებას ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთში!
GAU აცხადებს მიღებას ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთში!
პარასკევი, 21 ოქტომბერი, 2022 - კვირა, 31 ოქტომბერი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, &Բ;ესპან᳥თში.&Բ;პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. ასევე, ინფორმატიკის&Բ;სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს და GAU-ს ნებისმიერი სადოქტორო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
- ესპანური ენის ცოდნა არ გახლავთ აუცილებელი, თუმცა ჩაითვლება პრიორიტეტად.
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 31 ოქტომბრის, 19:00 საათამჸ&Բ;გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ალკალას უნივერსიტ᳥ტი, ბაკალავრი, მაგისტრი ან დოქტორი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@gau.edu.ge