鶹ý

სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა

მოკლევადიანი კურსები

სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა

სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელების მრავალმხრივ პროფესიულ განვითარებას სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მათი წარმატებული კარიერისთვის.

აღნიშნული პროგრამა მსმენელებს შეუქმნის სრულყოფილ წარმოდგენას  სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების შესახებ, მათ შორის მიმღების, დასუფთავების განყოფილებისა და კვებისა და სასმელის სერვისის მართვაზე.

პროგრამის შექმნაზე იმუშავეს როგორც ადგილობრივმა, ისე  საერთაშორისო პარტნიორმა ორგანიზაციებმა და სექტორის ექპერტებმა, რამაც განაპირობა პროგრამის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

პროგრამა განხორციელდება საქართველოს 4 ქალაქში:

  • თბილისი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10)
  • თ᳥ლავი (კურსი მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მეცადინეობას)
  • ქუთაისი (კურსი მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მეცადინეობას)
  • ბათუმი (კურსი მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მეცადინეობას)

პროგრამის სტრუქტურა:

  • პროგრამის ხანგრძლივობა - 7.5 თვე (30 კვირა)
  • პროგრამა მოიცავს  ლექციებს, მასტერკლასებსა და პრაქტიკებს პარტნიორ სასტუმროებში
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი-ხუთშაბათი)
  • ლექციის ხანგრძლივობა - 2.5 საათი (საღამოს, 7 საათის შემდგომ)

რ᳥გისტრაცია:

პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა:

  •  

დაშვების წინაპირობა:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (აპლიკანტების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება მართვის, ბიზნესის ადმინსიტრირების და ტურიზმის მიმართულებებს)  ან 3 წლიანი გამოცდილება სასტუმროს მართვასა და ადმინისტრირებაში
  • სასაუბრო ინგლისური ენა

კურსის მსმენელები შეისწავლიან:

  • რესტორნებისა და კვების მომსახურების პრინციპებს, სარესტორნე ბიზნესის ადმინისტრირებას, მენიუს სტრუქტურასა და სტუმრის მიღების პროცედურებს. მსმენელები შეიძენენ მომხმარებელთა მომსახურების უნარების განვითარებას კომუნიკაციის ტექნიკისა და საჩივრების მართვის მეთოდების შესწავლით.
  • ფინანსური მენეჯმენტი ბიუჯეტირების, ფინანსური ანგარიშგებისა და შემოსავლების მართვის კუთხით.
  • მარკეტინგული სტრატეგიები სტუმრების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის
  • ლიდერობის თვისებებსა და მენეჯმენტის უნარებს პერსონალის ზედამხედველობისთვის;
  • მდგრადი პრაქტიკის მნიშვნელობას ნარჩენების მართვისა თუ ენერგიის შენარჩუნების კუთხით;
  • კულტურულ მრავალფეროვნებას საერთაშორისო სტუმრების მომსახურებისთვის;
  • Microsoft Excel-ის ძირითად ფუნქციებსა თუ ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს მონაცემთა ანალიზისთვის;
  • სახანძრო უსაფრთხოების წესებს უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

კურსის&Բ;თ᳥ǃიული&Բ;მასალა&Բ;მოიცავს:

  • შესავალი მასპინძლობაში
  • მასპინძლობის ბიზნეს კულტურა და ქცევის წესები
  • მიღება-განთავსების დეპარტამენტის ოპერირება
  • სტანდარტული საოპერაციო პროცედურები:
  • სასტუმროს მართვის სისტემა - Opera PMS
  • ანგარიშ᳥ბი
  • შემოსავლების მართვა
  • დასუფთავების დეპარტამენტის ოპერირება
  • სტანდარტული საოპერაციო პროცედურები
  • კვების ობიექტების მართვა
  • სამზარეულოს მართვა
  • ღვინის ცოდნა
  • ქართული ღვინოები
  • უცხო ქვეყნის ღვინოები
  • მაგარი ალკოჰოლი
  • HACCP - სურსათის უვნებლობა
  • წინასწარი აუცილებელი პროგრამები და HACCP ჰორეკას სისტემაში
  • ტურიზმის მარკეტინგი / ქომუნითი მენეჯმენტი
  • რესტორნის და ბარის მარკეტინგი
  • მედია კომუნიკაცია და PR
  • მონაცემთა ანალიტიკა
  • ლიჸრობა
  • გუნდის მართვა
  • სტრატეგიული HR
  • Excel
  • Excel-ის საფუძვლები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური მართვა
  • საოპერაციო აუდიტი (ინგლისურენოვანი)
  • შთაბეჭდილების მართვა
  • მდგრადǃა
  • მდგრადი პრაქტიკები სასტუმროებში
  • მდგრადი დიზაინი და მშენებლობა
  • საზოგადოების ჩართულობა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • მდგრადი ტექნოლოგიური ინოვაციები
  • სახანძრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა


სასტუმროს მენეჯმენტის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ:

კურსდამთავრებული ფლობს ღრმა ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს სხვადასხვა განყოფილების საოპერაციო სტანდარტებისა და პრაქტიკების შესახებ, ეფექტურად იყენებს ამ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც საშუალებას აძლევს მას უკეთ დააკმაყოფილოს სტუმრების საჭიროებები.

კურსდამთავრებულს შეუძლია მოთხოვნის სხვადასხვა სეგმენტების იდენტიფიცირება და მათი მოლოდინების შეფასება სასტუმროს მომსახურების მიმართ. ეს უნარები დაეხმარება მას უკეთესად მოემსახუროს სტუმრებს. გარდა ამისა, კანდიდატს ექნება მყარი საფუძველი ინდუსტრიის ძირითად ტერმინოლოგიაში, რაც დაეხმარება მას ეფექტურად კომუნიკაციაში კოლეგებთან და პარტნიორებთან.

კურსდამთავრებული იცნობს მსოფლიოსა და საქართველოში ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს, მათ შორის ბრენდულ სასტუმროებს; ახდენს მათი კლასიფიკაციის იდენტიფიცირებას (მაგ., 5 ვარსკვლავიანი, ბუტიკი სასტუმროები) და ესმის მათი სტრატეგიები.

კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ინდუსტრიის ძირითადი სისტემები ყოველდღიური ოპერაციებისთვის; კითხულობს მათ მიერ წარმოებულ ანგარიშებს; იყენებს მიღებულ ინფორმაციას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე იცნობს ძირითად სასმელებს - ადგილობრივი თუ უცხო ქვეყნის ღვინოების ნაირსახეობებს - რაც ეხმარება მას სტუმრების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

კურსის სრულად  გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს, წარმატებული კურსდამთავრებულებს კი ექნებათ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობა. 


კურსი დაიწყება 2024 წლის დეკემბერში!


*სასტუმროს მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით.

რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი

სწავლის საფასური

სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

  • თბილისის პროგრამის საფასური შეადგენს 1950 ლარს
  • თ᳥ლავის, ქუთაისისა და ბათუმის პროგრამების საფასური შეადგენს 1560 ლარს

10%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია: ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში

20%-იანი ფასდაკლებაგანსაზღვრულია: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

თეო აბუთიძე

საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი

(+995) 555 212 400
.
teonaabutidze@gau.edu.ge

გზავნილ᳥ბი

ტრენერები

ქეთი მიქაშავიძე

დარია ხოლოდილინა

ნინო ნანიკაშვილი

David Gesto Martinez

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა