BMB (Building and Managing Business) - კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში
- თქვენ დასაქმებული ხართ ბიზნესის სფეროში და გსურთ მიღწეული შედეგების გაუმჯობესება;
- გეგმავთ წამოიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა ან უკვე დაიწყეთ და გჭირდებათ გაიღრმავოთ ცოდნა და ხედვა;
- დაინტერესებული ხართ ბიზნეს განათლებით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო ხანგრძლივი სწავლისთვის;
GAU გთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, გაიაროთ ბიზნესის მოკლევადიანი კურსი BMB, რომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:
1. აღიჭურვოთ ბიზნეს ენით
2. უკეთ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები
3. გაიღრმავოთ ხედვა და ცოდნა
4. შეისწავლოთ ბიზნეს გარემო
5. გაიმდიდროთ კონტაქტები
6. შეიქმნათ სწორი მოლოდინები
7. დასახოთ ალტერნატივები
8. მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები
კურსი ასევე დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, მენეჯერული და ბიზნეს უნარების აღმოჩენა-განხორციელებაში.
პროგრამა აწყობილია სწავლების თანამედროვე მეთოდებით, როგორებიცაა ქეისების განხილვა (ქართულ რეალობაში) და სიმულაციები. კურსის ფარგლებში აქცენტები გაკეთდება მსმენელების მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის ლექციების მიმდინარეობას. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
- საშუალო და მცირე ბიზნესის არსებული და პოტენციური მფლობელები
- დამწყები და შუალედური რგოლის მენეჯერები
- კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტები
მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:
- მენეჯმენტის მოდული:
- ეფექტური კომუნიკაცია
- ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
- ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ბიზნესში
- მენეჯმენტი და ორგანიზაციული ქცევა
- ეკონომიქსის მოდული:
- ეკონომიკური აზროვნების ძირითადი პრინციპები
- ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი
- ფინანსების მოდული:
- მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
- ფინანსები მენეჯერებისთვის
- გაჸსახაჸბი
- კორპორაციული ფინანსები
- მარკეტინგის მოდული:
- ბრენდინგი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)
- კრეატიული მარკეტინგი
- მომხმარებლის ქცევა
- მეწარმეობის მოდული:
- მ᳥წარმეობა
- ინოვაციების მართვა
- ბიზნეს გეგმის შედგენა
- სტუმარი (მასტერკლასი წარმეტებული კომპანიის დამფუძნებლისგან - მეწარმისგან)
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:
ბიზნეს პროექტის მომზადება და პრეზენტაცია (პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა). მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში).
პროგრამის ხანგრძლივობა:
- აკადემიური კალენდარი შედგება 16 კვირისგან;
- ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი). ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება;
- ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 21:30 სთ.
რ᳥გისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა:
1. შეავსოთ ;
2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV).
ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.
კურსი დაიწყება: 2023 წლის 13 ნოემბერს!
რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი
სწავლის საფასური
BMB პროგრამის საფასური შეადგენს 1450 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
- GAU-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილ᳥ბი
ჯონდო ბუჩუკური
ამირან შალიკაშვილი
ტრენერები
გიორგი პოპიაშვილი
თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი Dora’s Lab-ში (მობილური აპლიკაციები). 2005 წელს მიწვეული იყო მოსკოვში, „Art Lebedev", გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მალევე გადავიდა BBDO მოსკოვში, უმსხვილ...
თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი Dora’s Lab-ში (მობილური აპლიკაციები). 2005 წელს მიწვეული იყო მოსკოვში, „Art Lebedev", გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მალევე გადავიდა BBDO მოსკოვში, უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში არტ-დირექტორის პოზიციაზე, სადაც მისმა პროექტებმა მოიგო ყველა ადგილობრივი ჯილდო, ერთი საერთაშორისო და ერთიც Epica Award. 2011 წელს სასწავლებლად გადავიდა ჰამბურგში, სადაც მიიღო განათლება Art-Direction-ში, Miami Ad School. სტაჟირება გაირა Saatchi & Saatchi ბერლინში, BBDO Proximity ბერლინში და Jung von Matt ჰამბურგში. ბოლო პროექტმა, რომელიც BBDO Proximity–ში გააკეთა Smart Fortwo–სთვის მოიგო ორი ვერცხლის ლომი, კანის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე.
დავით პაპუაშვილი
davidpapuashvili@gau.edu.ge
2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროე...
2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).
კარლო მათითაიშვილი
kmatitaishvili@gau.ge
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე.
დელტა კომმი - პროექტებისა და პროგრამული სისტემების განყოფილების უფროსი, დელტა კონსალტინგი - დირექტორი. ძირითადი ინტერესებ...
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე.
დელტა კომმი - პროექტებისა და პროგრამული სისტემების განყოფილების უფროსი, დელტა კონსალტინგი - დირექტორი. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სტარტაპები. 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ძირითადი კონცენტრაციით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.
გია ჩქოფოია
gia.chkopoia@gau.ge
ბიზნეს-კონსულტანტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსი
6 წლიანი პროფესიული გამოცდილება საბანკო სექტორში და სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტებში. გააჩნია ...
ბიზნეს-კონსულტანტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსი
6 წლიანი პროფესიული გამოცდილება საბანკო სექტორში და სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტებში. გააჩნია ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების 2 წლიანი გამოცდილება. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, ფინანსები და კონსალტინგი. ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ESM).
თეა გველესიანი
ფსიქოლოგი, „პარტნიორები -საქართველო“-ს ტრენერ/კონსულტანტი. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმა...
ფსიქოლოგი, „პარტნიორები -საქართველო“-ს ტრენერ/კონსულტანტი. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი და პედაგოგი. გაუ თბილისის პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსის პედაგოგი. 15 წლიანი ტრენერობისა და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება შემდეგ საკითხებში: ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა და ეფექტური გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, მედიაცია, საჯარო გამოსვლა, ფასილიტაცია, მოლაპარაკებების წარმოება, მრავალფეროვნების მართვა, ადვოკატირება, პერსონალის შერჩევა, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები.
გიორგი ბაქრაძე
კომერციული დირექტორი სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტში (CCO). 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ძირითადად საბანკო სფეროში, სადაც მუშაობდა როგორც სპეციალისტად, ასევე ხელმძღვანელ პო...
კომერციული დირექტორი სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტში (CCO). 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ძირითადად საბანკო სფეროში, სადაც მუშაობდა როგორც სპეციალისტად, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე. დაგროვილი აქვს მართვის გამოცდილება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. განათლება: BBA-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, MBA-თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM).
მალხაზ ოდიშარია
სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი. 1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწ...
სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი. 1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწავლო ცენტრის „SoftMaker''-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წელს მიენიჭა Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)-ის წოდება. 2003 წლიდან იყო მიწვეული ტრენერი კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ ორგანიზაციებში: ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალი სხვა.
რაულ აგიკიანი
2007 წლიდან „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი. სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატი. რამდენიმე მსხვილი კომპანიის და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მთავარი იურისტი. 2011 წლიდან პ...
2007 წლიდან „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი. სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატი. რამდენიმე მსხვილი კომპანიის და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მთავარი იურისტი. 2011 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საჯარო დებატების, სამეწარმეო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. დამთავებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის დოქტორანტი. იყო მემედ აბაშიძისა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი.
ნატა წერეთელი
მარკეტერი
14 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში. ამჟამად, სუპერკამკეტების ქსელი "გუდვილის" მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გან...
მარკეტერი
14 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში. ამჟამად, სუპერკამკეტების ქსელი "გუდვილის" მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. განხორციელებული აქვს წარმატებული პროექტები, მათ შორის ისეთ კომპანიებში როგორიცაა "აიდიეს ბორჯომი საქართველო", "ფილიპ მორის ჯორჯია" და სხვ. 3 წელია მუშაობს მოწვეულ ლექტორად მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით.
პროექტები და პარტნიორები