სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
"GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა 2010 წელს დავამთავრე.
ჩემი კარიერული წინსვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს უკავშირდება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სალექციო კურსს მიღმა არსებული შესაძლებლობები, კერძოდ კი, ერთ-ერთი ლექტორის დახმარებით ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრში მონაწილეობა. ჩემთვის GAU-ში გატარებული წლები არამხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, თვალსაწიერის ზრდასა და არაჩვეულებრივ მეგობრებს უკავშირდება.
2016 წელს დავაარსე და მას შემდეგ ვხელმძღვანელობ გაეროს გლობალური შეთანმხმების ადგილობრივ ქსელს საქართველოში. ამავდროულად, ვარ გაეროს ლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე და გლობალური ქსელის საბჭოს წევრი. ჩემი სპეციალობის სფეროს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი, ამასთან აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის სფეროში მაქვს.
11 წლის განმავლობაში ვმუშობდი როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორსა და აკადემიაში. 2020 წელს გავხდი Forbes საქართველოს „30under30” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. ვარ შვედეთის ინსტიტუტის ვიზბის პროგრამის კურსჸმთავრ᳥ბული. მაგისტრის ხარისხი მივიღე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის და შრომის უფლებების მიმართულებით ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. ასევე, ვარ ევროპის პარლამენტის სახაროვის პროგრამის კურსჸმთავრ᳥ბული."