დავით კორტავა
დავით კორტავა
"GAU მეტია ვიდრე უნივერსიტეტი, GAU არის ურთიერთობა. ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული დროის განმავლობაში შევიძინე, არამხოლოდ ხარისხიანი ცოდნა, არამედ განსაკუთრებული მეგობრები და თანამოაზრეები. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის აკადემიური პერსონალისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება და მხარდაჭერა იყო. თავიდანვე საკუთარ კოლეგებად გვთვლიდნენ, რითიც თანასწორად გვაგრძნობინებდნენ თავს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევდნენ.
2010 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის პროგრამა. GAU-ში გატარებულმა წლებმა და იქ მოღვაწე საუკეთესო ლექტორებმა იმდენად შემაყვარეს იურისპრუდენცია, რომ ამ პროფესიის სიღრმისეულად შესასწავლად გავემგზავრე ევროპაში და გავიარე სწავლება ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის წამყვან ოთხ უმაღლეს სასწავლებელში.
2012 წელს ევროკავშირისა და ევროკომისიის დაფინანსებით ჩავირიცხე ჰანცის ასოცირებულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გრონინგეინი, ჰოლანდია) სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც დავეუფლე ევროკავშირის სამართალს.
2013 წელს ტურიბის ბიზნეს ადმინისტრირების უნივერსიტეტში (რიგა, ლატვია) მივიღე საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი.
2013 წელს ლატვიის სახელმწიფოს დაფინანსებით ჩავირიცხე სამართლის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე (PhD in Law), რომლის ფარგლებში სწავლება განვაგრძე მიკოლას რომერის უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიტვა).
2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით ბელოსტოკის სახელმწიფო უნივერსიტეტში
(ბელოსტოკი, პოლონეთი) განვახორციელე სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული კვლ᳥ვა სადისერტაციო თემაზე: "ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მუნიციპალური ინსტიტუტები - კონსტიტუციურ, ინსტიტუციონალურ და ფინანსურ ჭრილში”.
მაქვს პატივი, 2008 წლიდან დღემდე ვირიცხებოდე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრთა რიგებში.
2010 წლიდან დღემდე მაქვს საქართველოსა და უცხოეთში მუშაობის გამოცდილება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით პოზიციებზე. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში წარმოვადგენდი სახელმწიფოს ინტერესებს სხვადასხვა დონის ორმხრივ და მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებში.
2011 წლიდან დღემდე მაქვს ათეულობით საერთაშორისო პროექტის მართვის გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.
GAU-ში შეძენილ კოლეგებთან ერთად 2018 წელს დავაფუძნე სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია "საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კავშირების ასოციაცია / International Education and Global Networking Association” და ვარ აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2019 წლიდან ვარ "ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების / Niko Nikoladze Society” დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და აღმასრულებელი დირექტორი. 2019 წელს გავხდი პროფესიული კავშირის “შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა და ექსპერტთა ასოციაცია / Labor Safety Specialist and Expert Association” თანადამფუძნებელი, ამავე ასოციაციის გამგეობის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი.
2014 წლიდან დღემდე უწყვეტად ვსაქმიანობ აკადემიურ სფეროში. 2015 წელს გავხდი საერთაშორისო საავტომობილო კავშირის (International Road Transport Union) (ჟენევა, შვეიცარია) საერთაშორისოდ აღიარებული ლექტორი / ინსტრუქტორი. ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ვკითხულობ სამართლის კურსს პროფესიული კომპეტენციის მქონე მენეჯერებისათვის (CPC Manager), რაც მოიცავს ლექციათა სერიებს: სატრანსპორტო, სამოქალაქო, სამეწარმეო და სოციალური კანონმდებლობის მიმართულებით. აგრეთვე, ვკითხულობ ლექციებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თემებზე: ევროკავშირის სამართალი, კონკურენციის სამართალი და შრომის სამართალი.
GAU-ში სწავლის დაწყების დღიდან, დღემდე მონაწილეობა მაქვს მიღებული 20-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფორუმებში,
კონფერენციებსა და ტრენინგებში.
2014 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი, მენტორი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ვახორციელებ საადვოკატო საქმიანობას.
დღეისათვის ვფლობ საკუთარ იურიდიულ-ლობისტურ კომპანიას “Kortava Khatashvili Legal Intelligence / კორტავა ხათაშვილი ლიგალ ინთელიჯენს”, რომლის დაფუძნების იდეა სათავეს იღებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლების დროიდან, წლების შემდეგ აღნიშნულ იდეას ხორცი შევასხი GAU-ში შეძენილ, ახლა უკვე პარტნიორთან ერთად. ამ დროისთვის ჩვენი კომპანია მომსახურეობას უწევს ათეულობით კორპორატიულ კლიენტს, ასევე წარმოადგენს და იცავს ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის ყველაზე მსხვილი და მაღალშემოსავლიანი ქართული თუ უცხოური კომპანიების ინტერესებს, როგორც სასამართლოებში, ასევე სახელმწიფოსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობებში.
საკუთარ მაგალითზე თამამად შემიძლია ვთქვა, GAU-ში განათლების მიღებით ქმნი მყარ ფუნდამენტს წარმატებული მომავლისთვის."