鶹ý

ანა კეკელიძე

კურსჸმთავრ᳥ბული

ანა კეკელიძე

ანა კეკელიძე

საპენსიო სააგენტო
დირექტორის მოადგილე
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2012

"2010 წელს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა დავამთავრე, ხოლო 2012 წელს, ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი მომენიჭა. წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, წარმოადგენდა ერთ-ერთ წინაპირობას, 2020 წელს, სწავლა კვლავ GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე გამეგრძელებინა.

მეორე კურსიდან, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დამკვიდრება დავიწყე. აქტიურად ვმონაწილეობდი GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკის პროგრამაში. პირველი ნაბიჯი პროფესიულ კარიერაში, სწორედ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელშეწყობით გადავდგი, როდესაც მონაწილეობა მივიღე პროექტში - „თბილისელების ადვოკატი''. ეტაპობრივი წინსვლის შედეგად, დასაქმებული ვიყავი სხვადასხვა იურიდიულ და კერძო კომპანიაში. 2013 წლიდან, პროფესიული კარიერა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გავაგრძელე, სადაც მომეცა შესაძლებლობა, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პოზიციებზე მემუშავა, ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა, აქტიურად მემუშავა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სოციალური მნიშვნელობის პროექტზე; მათ შორის, აღსანიშნავია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „112 ყველასთვის“, რომელიც „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის“ (EENA) მიერ, 2015 წელს, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, „საუკეთესო ინოვაციად“ იქნა აღიარებული. 2019 წლიდან, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დავინიშნე, სადაც მჯერა, საკუთარ წვლილს შევიტან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესში.

პროფესიული წინსვლის მიუხედავად, აქტიურად ვაგრძელებდი სწავლას სხვადასხვა მიმართულებით და ვმონაწილეობდი საერთაშორისო სემინარებში, ძირითადად, სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის მიმართულებით. მათ შორის, აღსანიშნავია, ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (Clingendael - the Netherlands Institute of International Relations) რამდენიმე კურსი, სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის მიმართულებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სწორი საუნივერსიტეტო პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც პირველ რიგში, მაღალკვალიფიციურ აკადემიურ პერსონალს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს, მყარ ფუნდამენტს ქმნის თითოეული სტუდენტის წარმატებული მომავლისთვის.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - წარმატებული მომავალი დღეს!“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა