ანა გვასალია
ანა გვასალია
„2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში ლექტორები მუდამ ცდილობდნენ გადმოეცათ ჩვენთვის როგორც თეორიული, ასევე მათ მიერ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება. GAU-ში მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო, სხვადასხვა სერტიფიცერებულ და აკრედიტირებულ კურსებზე „ბიზნეს სამართლის“ განხრით, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ წინსვლაში.
მესამე კურსის დასასრულს, GAU-ს ლექტორმა, ქ-ნ დიანა ბერეკაშვილმა რეკომენდაცია გამიწია , სადაც გავიარე 6 თვიანი სტაჟირება და მივიღე დიდი პრაქტიკული გამოცდილება, ხოლო მეოთხე კურსის დასასრულს, ისევ GAU-ს შესანიშნავმა ლექტორმა, ქ-ნმა მზია თოდუამ, საშუალება მომცა სტაჟირება გამევლო სამ თვიანი პრაქტიკის შემდეგ, მისი რეკომენდაციით ბანკმა გამიფორმა ხელშეკრულება და დღეს ვმუშაობ, სს „ქართუ ბანკის“ იურიდიულ დეპარტამენტში, სასამართლოებთან და სხვა უწყებებთან ურთიერთობის განყოფილებაში, იურისტად.“