ანა გოდერძიშვილი
ანა გოდერძიშვილი
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა დავამთავრე 2014 წელს. GAU-ს დამამთავრებელ კურსზე მომეცა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა იურიდიულ განყოფილებაში სტაჟიორად. სამთვიანი სტაჟირების შემდგომ დამაწინაურეს და ამჟამად ვარ იურისტის ასისტენტი.
GAU-ში სწავლის პერიოდში გიწევს ურთიერთობა პროფესიონალ ლექტორებთან, რომლებიც ცოდნასთან ერთად გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. აღსანიშნავია ასევე ის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც არის GAU-ში და შესაძლებლობა გაქვს მშვიდ გარემოში განავითარო საკუთარი თავი. GAU-ში სწავლის პერიოდში სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში, საპრეზენტაციო კონკურსებში. მაგალითად, როგორიც იყო GAU-ს ყოველწლიური პრეზენტაციების კონკურსი და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში: მედიაცია და განრიდების“ სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც განხორციელდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „იურიდიული კლინიკისა“ და UNICEF-ის მიერ.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ.
მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო ჩემი გეგმები საზღვარგარეთ ცოდნის მისაღებად.“