ანა ალექსანდრია
ანა ალექსანდრია
„GAU 2013 წელს დავამთავრე ბიზნესის სკოლის რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). მეოთხე კურსზე სტუდენტური სტაჟირების პროგრამის მონაწილე გავხდი. მომიწია შერჩევის რამდენიმე ეტაპის გავლა და საუკეთესო უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებთან კონკურენცია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე გავხდი, რაშიც, რა თქმა უნდა, GAU-ს ხარისხიანი განათლება და აქ შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები დამეხმარა. თავდაპირველად სტაჟირების პროგრამას სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების განყოფილებაში გავდიოდი, ახლა კი ხაზინისა და ფინანსური სერვისის განყოფილებაში ვმუშაობ.
ვთვლი, ძალიან გამიმართლა, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი. გამიმართლა, რომ ასეთი მაღალი დონის განათლება მივიღე. ჩემი აზრით, GAU დღესდღეობით თავისი ძლიერი სასწავლო პროგრამებით და კარგად ჩამოყალიბებული სწავლების კონცეფციით გამოირჩევა. GAU ერთნაირი წარმატებით გაძლევს როგორც ზოგად განათლებას, რაც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრს სჭირდება, ასევე კონკრეტულ სპეციალიზაციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შენ მიერ არჩეულ პროფესიაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო. გარდა პროფესიული განათლებისა GAU-ში იძენ ბევრ იმ თვისებას, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნის წარმატებული ადამიანისთვის. აქ სწავლობ იმაზე მეტს, ვიდრე წერია წიგნში, ყოველთვის სვამ კითხვებს „რატომ'' ან „როგორ'' და მუშაობ ბევრს საკუთარ თავზე, რათა საბოლოო ჯამში შენვე იპოვო პასუხები შენს კითხვებზე. GAU-ს კურსჸმთავრ᳥ბული, პირველ რიგში, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანია, რომელიც მუდამ მეტი ცოდნისკენ ისწრაფის, შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი სირთულის სასწავლო მასალა, იაზროვნოს კრიტიკულად და ანალიტიკურად და რაც მთავარია, ბევრი იშრომოს საკუთარ თავზე.
GAU-ში არანაირი შრომა არ რჩება დაუფასებელი. პირადად მე მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში GAU-ს 100%-იანი გრანტის მფლობელი ვიყავი და საშუალება მქონდა ამ დონის განათლება უფასოდ მიმეღო, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მეხმარებოდა.
ბოლოს დავამატებდი - GAU-ს მომავალო კურსდამთავრებულებო, მაქსიმალურად გამოიყენეთ GAU-ში სწავლის შანსი და დამიჯერეთ, GAU ნამდვილად დაგეხმარებათ მიიღოთ იმ დონის განათლება, რომ პირველ რიგში გახდეთ აბსოლუტურად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები, გქონდეთ ჯანსაღი ამბიცია წინსვლისა და, რაც მთავარია, თამამად შეძლოთ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გახდეთ წარმატებული პროფესიონალები.“