ცოტნე კუტალია
![](/storage/app/uploads/public/5db/84e/057/thumb_3798_250_250_0_0_auto.jpg)
ცოტნე კუტალიამ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები რაოდენობრივი ფინანსების (Quantitative Finance) მიმართულებით. სწავლის დასრულებისთანავე შეუერთდა GAU-ს აკადემიურ გუნდს.
მისი პროფესიული კარიერა დაიწო Apex-ში, რომელიც მოწინავე კომპანიაა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ბიზნეს პროცესების ERP სისტემების დანერგვაში. ამჟამად ის არის მეცნიერ-თანამშრომელი ივანე ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილებაში.