鶹ý

მედეა ხმელიძე

ლ᳥ქტǃები მედეა ხმელიძე

მედეა ხმელიძე

medea.khmelidze@gau.edu.ge

მოწვეული ლექტორი

მედეა ხმელიძის საქმიანობა, რომელიც განათლებით სოციალური მუშაობის მაგისტრია, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში 10 წელზე მეტს ითვლის. სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობაში არაფორმალური განათლებიდან მოვიდა და შესაბამისად, სწავლების პროცესში, აქტიურად იყენებს მეთოდოლოგიურ სინთეზს.

ამჟამად, დასაქმებულია ორ სათემო ორგანიზაციაში: აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება საქართველოში „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“ და რეგიონალური ქსელი ტბ ფიფლ, რომელიც აქტიურადაა ჩართული სათემო აქტივიზმის და ადვოკაციის განვითარებაში პაციენტთა უფლებების უკეთესი რეალიზაციისათვის ყველა დონეზე.

მედეა ხმელიძე, ევრაზიის აივის მაღალი რისკის პოპულაციების ქსელის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. აგრეთვე, 2018 წლიდან დღემდე, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის ქვეყნების ქალთა რეპროდუქციული ჯანრთელობის ქსელის „ასტრას“- მრჩეველთა საბჭოს წევრი.  

კვლევით საქმიანობაში ჩართულია 2012 წლიდან დღემდე- საკვლევი თემები მოიცავს:
მოწყვლადი და მარგინალიზებული პოპულაციების სამედიცინო და სოციალურ საჭიროებებს, უფლებათა დარღვევის შემთხვევათა ანალიზს, სოციალური სამართლიანობის პრიზმით, სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას-ფოკუსი: ქალთა და ქვიარ უფლებები.

2012-2014 წლებში - გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში- ახალგაზრდულ მრჩევეთა საბჭოს წევრი.

2013-2018 წლებში - ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების სპიკერი გაეროს ეკონომიკური კომისიის ევროპის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მოსახლეობის განვითარების რეგიონალურ კონფერენციაზე.

ამჟამად, მედეა ხმელიძე ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესიული განვითარების ლექტორია.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა