鶹ý

ლევან ლორთქიფანიძე

ლ᳥ქტǃები ლევან ლორთქიფანიძე

ლევან ლორთქიფანიძე

მოწვეული ლექტორი

ლევან ლორთქიფანიძემ წარჩინებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სადაც პოლიტიკის მეცნიერებასა და სოციოლოგიას სწავლობდა. წარჩინებით მოიპოვა თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად სწავლობს თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის დოქტურანტურაში და მუშაობს დისერტაციაზე „საქართველოს პარტიული სისტემის ტრანსფორმაცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში“. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების საგანი გახლავთ: პარტიული პოლიტიკა და პარტიული სისტემები პოსტსაბჭოთა გარდაქმნის პირობებში, მემარცხენე მოძრაობების ისტორია და გერმანიის პოლიტიკური სისტემის შედარებითი ანალიზი.

2010-2016 წლებში იღებდა პრეზიდენტის, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო სტიპენდიებს.

ლევან ლორთქიფანიძე გახლავთ ორი ანთოლოგიური წიგნის ავტორ-შემდგენელი. 2015 წელს The National Endowment for Democracy (NED)-ის დაფინანსებით გამოიცა „ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის“ პირველი ტომი, რომელიც XIX-XX საუკუნეების სოციალისტური პუბლიცისტიკის ნიმუშებს აერთიანებს. 2016 წელს კი მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა თარგმანთა კრებული „მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“ (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი).

ლევან ლორთქიფანიძე გახლავთ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიური სახლის“ თანამშრომელი, სადაც სახალხო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის შედგენაზეა პასუხისმგებელი. ლორთქიფანიძე წლების განავლობაში რედაქტორობდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ „სივიკუსს“.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. 2014 წელს სასწავლო-სამეცნიერო ვიზიტით, ადგილობრივი კონფლიქტების შესწავლის მიზნით იმყოფებოდა კვიპროსის რესპუბლიკაში, 2016 წელს მოხსენებით წარსდგა „მწვანე აკადემიის“ სომხურ სესიაზე, 2017 წელს კი სიტყვით გამოვიდა „ევროპის მეექვსე ისტორიულ ფორუმზე“ (ბერლინი).

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა