鶹ý

ქეთევან ხუციშვილი

ლ᳥ქტǃები ქეთევან ხუციშვილი

ქეთევან ხუციშვილმა  2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2006 წელს მიენიჭა მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებების სფეროში (ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა, ლონდონის უნივერსიტეტი), 2010 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დოქტორი ხუციშვილი 2003 წლიდან უძღვება საერთაშორისო სისხლის სამართლის კურსს და კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო სამართლის სხვადასხვა დარგში თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში. იგი ინიციატორია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ისეთი უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული კურსების შემოღებისა, როგორებიცაა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის აქტუალური პრობლემები და ევროკავშირის სტანდარტები, და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების დანერგვასა და განვითარებაში. დოქტორი ხუციშვილი როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი მრავალი ნაშრომის ავტორია, რომლებშიც განხილულია საერთაშორისო სისხლის სამართლის პრობლემები. დიდია მისი წვლილი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ბეჭდვითი ორგანოს „საერთაშორისო სამართლის ჟურნალის“ პუბლიკაციაში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა