鶹ý

ირაკლი კობიძე

ლ᳥ქტǃები ირაკლი კობიძე

ირაკლი კობიძე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტშია 2015 წლიდან და როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო სწავლების საფეხურებზე კითხულობს ლექციებს სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებების, მატერიალური სისხლის სამართლის, სასჯელაღსრულების სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საგნებში.

ირაკლი კობიძემ წარჩინებით დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს, ხოლო 2005 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა სისხლის სამართლის პროცესის სპეციალიზაციით.

2003-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაი სხვადახვა თანამდებობაზე.

2009-2012 წლებში მუშაობდა იურიდული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე და ამავდროულად გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,უფასო იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ეროვნული დირექტორი.

2011 წელს (ვენა, ავსტრია) ირაკლი კობიძე არჩეული იქნა გაეროს  სისხლის სამართლის პროცესში უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის პრინციპებისა და ინსტრუქციების შესახებ რეზოლუციის შემმუშავებელი საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ. აღნიშნული რეზოლუცია ირაკლი კობიძის, როგორც დოკუმენტის თანაავტორისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის უშუალო მონაწიელეობით წარმატებით იქნა მიღებული ჯერ UNODC, ხოლო შემდგომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

ირაკლი კობიძეს მონაწილოება აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ღონისძიებაში.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გარდა, ირაკლი კობიძე ასევე კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში სისხლის სამართლის პროცესისა და მუნიციპალური სამართლის დარგებში.

ამასთან, მუშაობს FIDIC და შედეგებსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტების (OPRC) იმპლემენტაციის საკითხებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, არაბულ ენას - ლექსიკონის დახმარებით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა