გიორგი დუღაშვილი
GAU-ს მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სპეციალობით ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის დოქტორი (სადოქტორო პროექტი ევროკომისიისაა და გენტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით; დაიცვა შეფასებით - Magna Cum Laude).
2009 წელს, გიორგი დუღაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შეფასება - Summa Cum Laude). უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოიპოვა სტიპენდია ''ნიჭიერი სტუდენტების წახალისების მიზნით'', ხოლო შემდგომ პრეზიდენტის სტიპენდია წარჩინებული სტუდენტ᳥ბისთვის.
მან გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში (2009-2010) და ქირურგიულ სტომატოლოგიაში (2012).
2013-2014 იყო მიწვეული ექიმად სამხრეთ კორეასა (პიონგ ჩანგი) და ბელგიაში (ანტვერპენი).
2014-2016 წლებში გიორგი დუღაშვილი იყო დოქტორანტი ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში, ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში.
2017 წელს გიორგი დუღაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობებში.
2011-2019 გიორგი დუღაშვილი მუშაობდა თსსუ N1 სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგად.
2013 წლიდან იგი "Special Olympics"-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერტიფიცირებული კლინიკური დირექტორი და წარმომადგენელია საქართველოში.
თავისი კარიერის მანძილზე გიორგი დუღაშვილს მოპოვებული აქვს მრავალი სხვადასხვა გრანტი, სერტიფიკატი და ჯილდო, მათ შორის:
- მსოფლიოში უდიდესი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტული ორგანიზაციის, "Special Olympics"- ის გრანტი (3ჯერ);
- ევროკავშირის გრანტი სადოქტორო კვლევისთვის (2ჯერ);
- გოეთეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
- კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატი (ESOL);
- ჰარვარდის უნივერსიტეტის სერთიფიკატი (Justice)
- მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე „წლის ექიმი 2018“- ჯილდოს მფლობელი.
აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ქართულ და უცხოურ (მათ შორის მაღალ იმფაქტფაქტორიან) ჟურნალებში, ისეთებში როგორებიცაა: ამერიკული გამომცემლობის ''John Wiley & Sons'' - ის ''Journal of Oral Pathology & Medicine'' - ში, იტალიურ ''European Journal of Paediatric Dentistry'' და ესპანურ ''Medicina Oral Patología Oral y Cirugia Bucal’’ - ში.