鶹ý

დიანა ბერეკაშვილი

ლ᳥ქტǃები დიანა ბერეკაშვილი

დიანა ბერეკაშვილმა დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა დოქტორის ხარისხი კერძო სამართალში. 

დიანა ბერეკაშვილი 1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს პარლამენტში; 2000-2005 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში.

2002-2005 წლებში დიანა ბერეკაშვილს მიჰყავდა რადიოგადაცემა : „მე, შენ და კანონი” (საქართელოს რადიოს პირველი არხისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის (GIZ) პროექტი), ასევე რადიოგადაცემები ”თქვენი უფლებები” და „სოციალური დაცვის ალიანსი“ (საქართელოს რადიოს პირველი არხისა და USAID-ის პროექტის ფარგლებში).

2005-2016 წლებში დიანა ბერეკაშვილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016 წლიდან დღემდე კი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

იგი სხვადასხვა პერიოდში იყო ტრენერი იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში (სასწავლო ცენტრი), სსიპ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში; ასევე, მასწავლებელთა საბჭოს წევრი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

დიანა ბერეკაშვილი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2009 წლიდან. იგი არის პრǃესǃი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა