ბესიკ ტაბატაძე
ბესიკ ტაბატაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით 2005 წელს. 2011 წელს ილიას უნივერსიტეტში დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „ერთი არაწრფივი კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების სისტემის მიახლოებითი ამოხსნა“. 2020 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზოგიერთი არაწრფივი დიფუზიური სისტემის მიახლოებითი ამოხსნა“, არის გამოყენებითი მათემატიკის დოქტორი.
ის არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პრǃესǃი. აქვს 12 წლიანი სწავლების სტაჟი უმაღლესი განათლების სფეროში, აქვს ინფორმატიკის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება. 2020 წლიდან არის ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ტრენინგ ცენტრებთან.
ის 2007 წლიდან მუშაობდა პროგრამისტად, დეველოპერად, პროექტის ხელმძღვანელად, freelancer-ად, აქვს 14 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა პროგრამული/ვებ აპლიკაციების აგება/შემუშავება/დანერგვის პროცესში, მისი ხელმძღვანელობით ან უშუალო მონაწილეობით აგებულია და დანერგილია სხვადასხვა ავტომატიზირებული მართვის სისტემები მომსახურების/განათლების/ადამიანური რესურსების მართვის სფეორში. ის ახლაც სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას საინფორმაციო სისტემების შემუშავების პროცესში.
ის არის ინფორმატიკის სფეროში რამოდენიმე წიგნის ავტორი. მათ შორის „HTML5 & CSS3“, “ვებ დაპროგრამება PHP”, “ამოცანათა კრებული C++-ში“ და სხვა.
აქვს გამოქვეყნებული 15-მდე სტატია მათემატიკური მოდელირების, რიცხვითი მეთოდები, გამოთვლითი მათემატიკის მიმართულებით. მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული გრანტი დოქტორანტებისთვის 2016 წელს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გრანტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებზე. თანამშრომბლობს რამოდენიმე სამეცნიერო ჟურნალათან როგორც სამეცნიერო სტატიების რეცენზენტი.