კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი, პორტუგალია
კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი, პორტუგალია
კვირა, 22 დეკემბერი, 2024 - კვირა, 22 დეკემბერი, 2024
ხართ GAU-ს ლექტორი და გსურთ მიიღოთ საზღვარგარეთ ლექციების წაკითხვის გამოცდილება? არ გამოტოვოთ ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობა, ყურადღებით გაეცანით პირობებს და გამოაგზავნეთ აპლიკაცია 15 ოქტომბრამდე!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 კვირის განმავლობაში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის აკადემიურ პერსონალს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის ფაკულტეტებიდან;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რადგან აკადემიურ პერსონალს გამარჯვების შემთხვევაში ევალება მიმღებ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა;
- კონკურსში გამარჯვებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 20 საათი წაიკითხოს მიმღებ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- 160 ევროს 7 დღის განმავლობაში, ჯამურად 1,120 ევროს;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 820 ევროს ოდენობით;
- ლექტორებს სამუშაო 5 დღესთან ერთად უფინანსდებათ დამატებით 2 დღე, თავისუფალი დროის გამოსაყენებლად.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
- პასპორტის ასლი;
- შ᳥ვსებული ხ᳥ლშეკრულ᳥ბა.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება გამგზავნი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი) და მიმღები (კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი) უნივერსიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 1 კვირა, მიმღებ უნივერსიტეტთან შეთანხმებულ პერიოდში, სასურველია აპრილის პირველი კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კიომბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი, აკადემიური პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge